ციტატა

ბლოგი განახლების პროცესშია ;)

unde_construction

Advertisements

პეტრე დიდის “ჯილდო”

1623565_674368585959035_305499190_nროგორც ისტორიიდან ვიცით, რუსეთის იმპერატორი პეტრე 1-ლი ცდილობდა რუსეთის განვითარებას და ბევრი სიახლის ავტორიც გახლდათ. სწორედ ასეთი სიახლე იყო “ჯილდო ალკოჰოლიზმისთვის”, რომელსაც შემჩნეულ ლოთებს ჰკიდებდნენ კისერზე.

“დაჯილდოებული” ვალდებული იყო, მთელი კვირის განმავლობაში ეტარებინა 7-კგ თუჯის მედალიონი 

წონა 7-კგ ჯაჭვის გარეშე იყო და ტარების პროცეს აკონტროლებდა იმდორინდელი პოლიცია.

ღვინისა და კერძის შეხამება

ღვინისა და კერძის შეხამება რომ უმნიშვნელოვანესი თემაა, ამას, მგონი, ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც ხვდებიან. სწორ შეხამებას ესთეტიკურის გარდა, სხვა ღირებულებაც აქვს. ასეთი წყვილები ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა და სიამოვნებასაც ჯანმრთელი გრძნობებით ავსებენ. ღვინო ისევე ზუსტად უნდა შევურჩიოთ სადილს, როგორც რომელიმე საკმაზი ან ინგრედიენტი – ამა თუ იმ კერძს. მე მგონი, არავის მოუვა თავში აზრად, ამოლესილ ლობიოში კვერცხი ჩაახალოს, ანდა შემწვარ ხორცს ნაყინი მოასხას. ეს არასწორი იქნება, ისევე როგორც არასწორია, როდესაც კლასიკურად დაყენებულ მშრალ თეთრ ღვინოს, მაგალითად, მანავის მწვანეს, შავ შოკოლადს ვაყოლებთ, წითელ ნახევრადტკბილ ღვინოს კი, მაგალითად, ქინძმარაულს – ქინძმარში ჩადებულ ლოქოს. Continue reading

მომსახურების პრობლემა საქართველოში – მიმტანი

ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანი შეხვედრია ამ პრობლემას, ზოგადად საქართველოში მომსახურების სფეროში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ამ პოსტში მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო  მიმტანებზე და მათი მომსახურების პრობლემებზე.

შედიხართ რომელიმე კაფე/რესტორანში და გხვდებათ მოღუშული მიმტანი, რომლის დანახვაზეც ალბათ არასასიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდებათ და საკუთარ თავს ჰკითხავთ “ეგებ დავაშავე აქ, რომ შემოვედი?!” ან “ვალი მაქვს ამ მიმტანის?” აზრი რომელიც დაგებადებათ მრავალნაირი შეიძლება იყოს. Continue reading